
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული მოლაპარაკებების შედეგები ევროკავშირის ლიდერებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით გააცნო.
ვიდეოკონფერენცია 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რომელსაც 27 ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 6 მარტს ევროკავშირის საბჭოს შეხვედრა გაიმართება, სადაც ევროკავშირის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას უკრაინის დახმარებასა და ევროპული თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით.