ლიბანში, ისრაელის სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო NNA ავრცელებს.
ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სამხრეთ ლიბანში, ქალაქ ნაბატიეში ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი, ხოლო 5 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები სირიის მოქალაქეები არიან.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სარაკეტო იერიშის სამიზნეს „ჰეზბოლას“ იარაღის საცავი წარმოადგენდა.