celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 40 რაკეტა და ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე იყო გალილეის რეგიონი და გოლანის მაღლობები.

თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. კაცრინის რაიონში ორი ადგილობრივი რაკეტის ნამსხვრევებმა დააზიანა.

რაკეტების ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, ნაწილმა კი აფეთქების შედეგად ხანძარი გააჩინა.

ვრცელდება ცნობები, რომ გალილეის და გოლანის ზონებში ხანძარი 15 ადგილას გაჩნდა.

ისრაელის თავდაცვის ძალები სამი უპილოტო საფრენი აპარატის განეიტრალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, დანარჩენ ორზე კი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

114