
რუსეთი ჩვენთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპის თავდაცვის სააგენტოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს, ხვალ და იქამდე, სანამ ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაში არასაკმარის ინვესტიციას ვდებთ, რუსეთი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა კაია კალასმა.
მისი თქმით, რუსეთთან დაკავშირებით რეალისტია.
„დრო რუსეთის მხარეს არ არის, მაგრამ არც ჩვენს მხარეს არის. ომის თვიდან აცილების მიზნით მეტი უნდა დავხარჯოთ, მაგრამ ასევე, ჩვენ ომისთვის უნდა მოვემზადოთ“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.