დუბაიმ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მსოფლიოს უმაღლესი სადამკვირვებლო გემბანიდან დაწყებული მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ცენტრის, ყველაზე დიდ ფოტო ჩარჩოსა და სხვა ღირსშესანიშნაობების ჩათვლით, ამჟამად ქალაქის კიდევ ერთმა საკულტო ნიშანმა - ჰატამ 2023 წლის სექტემბერში გინესის რეკორდების წიგნში ტიტული - "მსოფლიოში ყველაზე მაღალი ღირსშესანიშნაობა" მოიპოვა. ჰაჯარის მთების თავზე აღმართული 19.28 მეტრის სიმაღლის სტრუქტურული ნაგებობა სიმაღლით ჰოლივუდის ცნობილ სიმბოლოსაც აღემატება, რომლის სიმაღლე 13,7 მეტრია. ჰატტა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების მაცხოვრებლებისა თუ სტუმრების ინსტაგრამის პოსტებში მრავალჯერ მოხვედრილა. მისი ახლოდან ნახვის მიზნით მაღალ აღმართებზე ასვლა მოგზაურებისთვის ერთგვარ ტურისტულ რიტუალადაც არის გადაქცეული. ამის სესახებ ინფორმაციას დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
გინესის რეკორდის დამყარება ჰატტაში ახალი სეზონის გახსნას დაემთხვა, რომელიც 15 სექტემბრიდან იწყება. რა თქმა უნდა, მთის მომაჯადოებელი პეიზაჟებით ტკბობისა და გინესის რეკორდსმენი ნაგებობის ფონზე სელფების გადაღების გარდა, ჰატტატურისტებს განახლებულ საექსკურსიო პროგრამებსა და ბევრ საინტერესო გასართობს სთავაზობს: როგორც აქტიური დასვენებას, გლემპინგს (ე.წ. გლამურულ კემპინგს) და კომფორტულ ქარავნებს Hatta Resorts-სა და Dubai Holding-ში, ისე ექსტრემალური გართობასა და ადრენალინის გამოცდას, ზიპ ლაინინგს, ასევე სხვადასხვა სირთულის მარშრუტებზე ველოსიპედით სეირნობას, მშვილდოსნობას, ჰატას ტბის კაშხალზე კაიაკით გასეირნებასა და ცხენებით ჯირითს.
დუბაის ექსკლავში უკვე არსებულ განსაცვიფრებელ ატრაქციონებთან ერთად, გინესის რეკორდებში ჰატტას მოხვედრა ვიზიტორთა დაინტერესებას კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აიყვანს. დუბაის ტურიზმის დეპარტამენტის მედია ოფისის განცხადებით, „ჰატტას მიმართ გაზრდილი ყურადღება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას, დასაქმების შესაძლებლობების შექმნას და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას“.
ამასთანავე, დუბაის 2040 წლის ურბანული გენერალური გეგმის მიხედვით, რომლის ნაწილიცაა ჰატტას განვითარების გენერალური გეგმა, ძველ დროში სამხედრო ციხე-სიმაგრითა და მცირე ფერმერობით განთქმულ დასახლებაში 2040 წლისთვის ეკო-სასტუმროები, ველოტრასები, სანაპირო ზონები, პლაჟები და მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
https://drive.google.com/drive/u/1/folders/1HTXbM0qBxucH7j2MyS4p-23mCKZxx7Sc