ევროპელებს თუ გვინდა გადარჩენა, უფრო ერთიანი უნდა ვიყოთ, საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით ვეტოზე უარი უნდა ვთქვათ და გადაწყვეტილება უმრავლესობის პრინციპით მივიღოთ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ფლორენციაში გამართულ კონფერენციაზე – „კავშირის მდგომარეობა 2023“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროკავშირის მაღალჩინოსნის თქმით, ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები და ინდუსტრიული წარმოება.
უკრაინის ომზე საუბრისას ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ჩინეთს აქვს ფუნდამენტური როლი სამშვიდობო თამაშში, არის გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი და აქვს უზარმაზარი გავლენა რუსეთზე.
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი სულ უფრო მტკიცე და მნიშვნელოვანი ძალა ხდება და აზრი არ აქვს პეკინის ზრდის შეჩერების მცდელობას, თუმცა ევროკავშირი უნდა დააკვირდეს, როგორ იმოქმედებს პეკინი საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე.
ბორელმა უარყო ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა და თქვა, რომ ერთადერთი არის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გეგმა, რომელსაც ევროკავშირი მხარს დაუჭერს საომარი მოქმედებების არშეწყვეტამდე.