ისტორიაში პირველად, გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე შვეიცარია გახდა. ერთი თვის განმავლობაში შვეიცარია გეგმავს, უმასპინძლოს დებატებს მდგრადი მშვიდობის შესახებ, რომელსაც თავმჯდომარეობას შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგნაზიო კასისი გაუწევს, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხს პრეზიდენტი, ალენ ბერსეტი უხელმძღვანელებს.
ქვეყანა მაისში ღონისძიებასაც გეგმავს, რომელიც ორგანიზაციის სამშვიდობო საქმიანობის 75 წლის იუბილეს მიეძღვნება.
შვეიცარიამ ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტად ოთხი თემა გამოაცხადა: მდგრადი მშვიდობის განვითარება, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, უშიშროების საბჭოს მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესება და კლიმატის უსაფრთხოების საკითხების მოგვარება.
შვეიცარიამდე, გაეროს-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა რუსეთი იყო.