janmedi
ავერსი ნემო

ისრაელის საარჩევნო კომისიამ ხმების, 41.9% -ის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი 120-ადგილიან ქნესეთში 57 მანდატს მოიპოვებს, მისი კონკურენტის, გადი აიზენკოტის ბლოკი კი - 47 მანდატს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. 

წინასწარი შედეგებით, 12 მანდატი ერგო „ერთობლივ სიას“, ძირითადად არაბული პოლიტიკური ძალების გაერთიანებას, რომელიც არცერთ ბლოკს არ მიეკუთვნება და 4 მანდატი პარტია "რაამს".

არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 77.7% შეადგინა.

134