ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში და ლიბანში თეთრი ფოსფორი გამოიყენა, – ამის შესახებ აღნიშნულია „ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშში.
მოხსენების თანახმად, ისრაელის მიერ არტილერიით ნასროლი თეთრი ფოსფორის ჭურვები ქალაქ ღაზის პორტში დაეცა.
უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, თეთრი ფოსფორის გამოყენებამ შეიძლება, მძიმე დამწვრობა გამოიწვიოს და განსაკუთრებით საშიშად მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ითვლება.
„ამნესტი ინთერნეიშენალის“ გამომძიებლები დაეთანხმნენ „ჰუმან რაითს ვოჩის“ შეფასებას და განაცხადეს, რომ გუნდმა გადაამოწმა, რომ თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალა შენიშნეს ისრაელის თვითმფრინავებზე, რომლებიც ახორციელებდნენ საჰაერო თავდასხმებს.