ისლანდიაში, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, ლავამ ქალაქ გრინდავიკმდე მიაღწია. ქალაქიდან 4 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
მანამდე, გრინდავიკის მერმა ფანარ იონასონმა ვულკანის ამოფრქვევას "დიდი და სერიოზული შოკი” უწოდა.
ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ გრინდავიკთან ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. სეისმური აქტივობა ღამით გაძლიერდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
ისლანდიის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა ქვეყანაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ მოსახლეობას მიმართა. პრეზიდენტმა ისლანდიელებს მოუწოდა, რომ გაერთიანდნენ და თანაგრძნობა გამოიჩინონ მათ მიმართ, ვინც საკუთარ სახლებში ყოფნას მომხდარის გამო ვერ ახერხებს.