ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის განცხადებით, დრონებს ისრაელამდე ჩასაღწევად რამდენიმე საათი დასჭირდებათ:
„თუ გვექნება ინფორმაცია მყისიერი საფრთხის შესახებ, მოსახლეობას შევატყობინებთ. მანამდე კი ვთხოვთ მოქალაქეებს მითითების გარეშე არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები. ჩვენ სწორად ვაფასებთ საფრთხეს და ამგვარ შეტევებს წარსულშიც გავმკლავებივართ“ — აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი.
გავრცელებული ცნობების გამო იორდანიამ დროებით დახურა საჰაერო სივრცე. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი შვებულება შეწყვიტა და ვაშინგტონში დაბრუნდა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან შეხვედრას გამართავს.