იენს სტოლტენბერგი დღეს პოლონეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დღეს ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, რიში სუნაკი პოლონეთში ვიზიტის დროს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოაცხადებს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა იენს სტოლტენბერგისა და რიში სუნაკის ვიზიტის შესახებ განაცხადა, რომ მათი ვიზიტი უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით პოლონეთის პოზიციების გაფართოებას ემსახურება.