ომში არ არსებობს არჩევანი რისკის გარეშე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ის მიესალმება ბოლო დღეებში მიმდინარე საჯარო განხილვებს უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების ნებართვის შესახებ.
გენერალური მდივანი ამბობს, რომ ეს დამოკიდებული იქნება ცალკეული მოკავშირეების გადაწყვეტილებებზე.
„ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ცალკეულმა მოკავშირეებმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს ამ საკითხებზე“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
უკრაინაში ომის ესკალაციის რისკის შესახებ ზოგიერთი მოკავშირის შეშფოთების შესახებ სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საუბარია ევროპაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომზე.
„ომში არ არსებობს არჩევანი რისკის გარეშე. მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი რისკი ჩვენთვის იქნება რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გამარჯვება უკრაინაში“, – ამბობს სტოლტენბერგი.