იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე, კიუ-შირატაკის სადგურზე მატარებელი რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი მგზავრისთვის ჩერდებოდა. ეს იყო სკოლის მოსწავლე, რომლისთვისაც სკოლაში სიარულისთვის ერთადერთი ტრანსპორტი სწორედ ეს მატარებელი იყო.
2013 წელს იაპონიის რკინიგზის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ სადგური დაეკეტა, სამგზავრო მიმოსვლის ნაკლებობისა და რეგიონში სატვირთო მიმოსვლის შემცირების გამო.
თუმცა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ერთადერთი მგზავრი, რომელიც მატარებლით სარგებლობდა იყო სკოლის მოსწავლე, ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. რკინიგზამ მუშაობა განაგრძო და მის მოსაწესრიგებლად სამუშაოები რეგულარულად სრულდებოდა - ტრანსპორტის განრიგი დამოკიდებული იყო გოგონას სკოლის განრიგზე.
კიუ-შირატაკის სადგურმა 2016 წლამდე იმუშავა და მხოლოდ მას შემდეგ დაიხურა, როდესაც გოგონამ სკოლა დაამთავრა.