ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორის დარაჯა ტუფაჰის რაიონში ათობით მოიერიშე თვითმფრინავმა 70-ზე მეტ ობიექტს დაარტყა.
თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული რაიონიდან ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების დიდი რაოდენობაა დაფიქსირებული.
„გარდა ამისა, განადგურდა ტერორისტული ინფრასტრუქტურა, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადი“ იყენებდა“, – დასძინა ისრაელის თავდაცვის ძალებმა.