"რუსეთის ეკონომიკა ევროპაში პირველი გახდა", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელმა, 2023 წელს, შესაძლოა, 4%-ს გადააჭარბოს.
„თითქოს ყველა მხრიდან გვახრჩობენ და გვანადგურებენ, მაგრამ მთლიანობაში ეკონომიკური მოცულობით ევროპაში პირველები გავხდით. ჩვენ გავუსწარით გერმანიას და მსოფლიოში მეხუთე ადგილი დავიკავეთ. ჩინეთი, აშშ, ინდოეთი, იაპონია, რუსეთი - ნომერ პირველი ევროპაში", - განაცხადა პუტინმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, შორეული აღმოსავლეთის მეწარმეებთან შეხვედრაზე, პუტინმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს რუსეთის ეკონომიკის 2.1%-იანი კლება იყო მოსალოდნელი, თუმცა ასე არ მოხდა.
"გვეგონა, რომ კლება იქნებოდა 2022 წელს - 2,1%, სინამდვილეში აღმოჩნდა 1,2%. ამიტომ, შესაძლოა, მშპ-ს მეტი ზრდა იყოს [2023 წლისთვის]" , - განაცხადა პუტინმა.