„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები დღეს გამოაცხადებენ უსაფრთხოების ვალდებულებათა ნაკრებს ომისშემდგომი უკრაინისთვის, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ამანდა სლოუთმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, მრავალმხრივი განცხადება რუსეთს მნიშვნელოვან სიგნალს გაუგზავნის, რომ დრო მის მხარეს არ არის.
„ეს მიანიშნებს ერთობლივ გრძელვადიან ვალდებულებაზე უკრაინის მძლავრი თავდაცვითი ძალის შესაქმნელად“, – განაცხადა ამანდა სლოუთმა.
„დიდი შვიდეული“ შედგება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკებისგან: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და კანადა.