როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირმა უნგრეთს მოტივირებული მოსაზრება გაუგზავნა, რათა შეარბილოს კანონი, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს იმ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური მოტივებით უცხოურ დაფინანსებას იღებენ.
დეკემბერში უნგრეთის მიერ მიღებული „ეროვნული სუვერენიტეტის კანონი“ დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას ითვალისწინებს, რომელმაც უნდა შეისწავლოს და მონიტორინგი გაუწიოს პოლიტიკური ჩარევის რისკებს. ეს კანონი შესაძლებელს ხდის, სამ წლამდე პატიმრობა შეეფარდოს უცხოური დაფინანსების მიმღები პარტიებისა და ჯგუფების წევრებს, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. ევროკომისიამ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით პროცედურა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. ახლა კი, მოტივირებული მოსაზრება გაუგზავნა, რაც ფორმალური მოთხოვნაა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. ბრიუსელის თქმით, კანონი არღვევს ევროკავშირის დემოკრატიულ ფასეულობებსა და ფუნდამენტურ უფლებებს. უნგრეთის მმართველ „ფიდესის“ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ეს კანონი აუცილებელია უცხოური პოლიტიკური ჩარევისგან დასაცავად.