janmedi
ავერსი ნემო

სექტემბრის ბოლომდე ევროკომისია ევროკავშირის ახალი წევრებისთვის შეზღუდვებისა და დაცვის ზომების შესახებ წინადადებებს წარადგენს.

ამის შესახებ ირლანდიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა თომას ბირნმა 4 სექტემბერს ევროკავშირის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრები განიხილავენ გაწევრიანების პროცესის დროს აუცილებელ დაცვის ზომებს, რომლებიც შემდგომში შეიძლება გაწევრიანების ხელშეკრულების ნაწილი გახდეს.

„ევროკომისია დამცავი ზომების შესახებ წინადადებებს თვის ბოლოს წარადგენს“, - განაცხადა ბირნმა.

მან დასძინა, რომ ასეთი მექანიზმების განხილვა მონტენეგროს გაწევრიანების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

5