ევროკავშირმა უკრაინას კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა სატვირთო გადაზიდვებზე ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება.
მხარეებმა განახლებულ ხელშეკრულებას ბრიუსელში დღეს მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ძალაში 2025 წლის 20 ივნისამდე იქნება და შესაძლოა, წლის მიწურულამდეც გახანგრძლივდეს.
განახლებული დოკუმენტი ასევე მოიცავს რიგ ვალდებულებებს როგორც უკრაინელი, ისე ევროპელი გადამზიდავებისთვის. კერძოდ, მძღოლებს უნდა ჰქონდეთ გადაზიდვის ლიცენცია, სატვირთო ავტომობილებს კი დატანილი უნდა ჰქონდეთ სპეციალური მარკირება.