jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

ევროკავშირს არ გამოუვა რუსეთის გაძევება სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ რეგიონებში ისტორიულად მდებარეობს და არსად გაქრება, რაც მოსკოვის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა კარგად იციან.

„ეს არ ეხება მხოლოდ პუბლიკაციებს. იქ დასავლური სამყაროს ლიდერებიც კი თავს უფლებას აძლევენ, გააკეთონ საკმაოდ თავხედური განცხადებები. ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან. ეს არ გამოვა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე კომენტირებისას.

237