ესპანეთის ქალაქ მურსიაში ევროკავშირი 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის მზადებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოში ესპანეთის თავმჯდომარეობის გვერდი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, 28-29 სექტემბერს არაფორმალურ მინისტერიალზე ევროკავშირის გაფართოებას და სტრატეგიულ ავტონომიასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. არაფორმალურ მინისტრთა შეხვედრის მთავარი აქცენტი შეხვედრის პირველ დღეს იქნება შიდა მომზადების აუცილებლობა შესაძლო 36-წევრიანი ევროკავშირისთვის.
ამავდროულად, მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს მხარდაჭერა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან, დანარჩენ მსოფლიოსთან და მესამე სახელმწიფოებთან.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ორი ურთიერთდაკავშირებული საკითხი ქმნის ევროკავშირის ახალი სტრატეგიული დღის წესრიგის მომზადების საფუძველს, რომელიც დამტკიცდება 2024 წელს ბელგიის პრეზიდენტობის დროს.