gorgia
ავერსი legi

ჩემი მიზანი ირანში ხალხის თავისუფლებაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში იერიშების დაწყების შემდეგ Washington Post-თან მოკლე სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სურს, რომ ირანი უსაფრთხო ადგილი იყოს.

„ხალხისთვის მხოლოდ თავისუფლება მსურს. უსაფრთხო ქვეყანა მსურს და ეს არის ის, რაც გვექნება“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ოპერაციას „ეპიკური მძვინვარება“ ეწოდა.

121