ვლადიმერ პუტინი პრიგოჟინის გარშემო ყველა მოვლენაზე ინფორმირებულია, - ამის შესახებ “რია ნოვოსტის” ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, მიიღება შესაბამისი ზომები.
ცნობისთვის, აქამდე „ვარგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან.”
პრიგოჟინის თქმით, “ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია”. თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პრიგოჟინის ბრალდებებს უარყოფს და მათ “საინფორმაციო პროვოკაციას” უწოდებს.