დიდი ბრიტანეთი ისრაელის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო ხომალდებსა და სათვალთვალო თვითმფრინავებს გაგზავნის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
„ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური გუნდები მთელ რეგიონში მხარს დაუჭერენ საერთაშორისო პარტნიორებს უსაფრთხოების აღსადგენად და „ჰამასის“ ტერორისტების ბარბაროსული თავდასხმის შედეგად ათასობით უდანაშაულო მსხვერპლის ჰუმანიტარულ დახმარებას უზრუნველყოფენ“, – განაცხადა სუნაკმა.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამეფო საჰაერო ძალები (RAF) დაიწყებს პატრულირებას, რათა „დაეხმაროს პარტნიორებს, რეგიონული უსაფრთხოებისთვის თვალყური ადევნონ წარმოშობილ საფრთხეებს, როგორიცაა იარაღის გადაცემა ტერორისტული ჯგუფებისთვის“.